ბენიამინო ჯილის კლასიკური მუსიკის კონკურსი
1. მიზნები:
კლასიკური მუსიკის საერთაშორისო კონკურსი „ბენიამინო ჯილის კლასიკური მუსიკის
ფესტივალი/კონკურსი დაფუძნებულია თბილისის კლასიკური მუსიკის აკადემიის
(საქართველო) და იტალიაში არსებული ბენიამინო ჯილის ასოციაციის მიერ.
1.1. კონკურსის მიზანია: იტალიასა და საქართველოს შორის კულტურული ურთიერთობების გაღრმავება და განვითარება; კლასიკური მუსიკის მიმართულებით,
საქართველოს მასშტაბით ნიჭიერი ქართველი ბავშვების აღმოჩენა/ხელშეწყობა, რათა მოხდეს მათი შემოქმედებითი პოტენციალის მაქსიმალურად წარმოჩენა და ინტეგრირება ევროპულ სამყაროში.
1.2.აღწერა:
კლასიკური მუსიკის საერთაშორისო კონკურსს ექნება ტრადიციული ხასიათი. ( თვე - გაზაფხული,თარიღები განისაზღვრება ორივე მხარის ერთობლივი გადაწყვეტილებით).
კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია, როგორც სხვადასხვა სახელოვნებო სკოლის წარმომადგენლებს, ასევე ინდივიდუალურ შემსრულებლებს.
კონკურსი მოიცავს შემდეგ მიმართულებებს/საკონკურსო მოთხოვნები:
კონკურსი არის ორ დღიანი.
2. ჟიური
ჟიურის შემადგენლობა იცვლება ყოველწლიურად. ჟიურის წევრები განისაზღვრება როგორც ქართველი, ასევე იტალიელი კლასიკური მუსიკის მიმართულებით
მაღალპროფესიული ვოკალისტების, მუსიკოსებისა და პროდიუსერების შემადგენლობით. შეფასება ხდება 10 ბალიანი სისტემით.
3. საპრიზო ფონდი :
3.1 კონკურსის ყველა მონაწილეს გადაეცემა დიპლომები და ენიჭება საერთაშორისო ლაურეატის წოდება.
3.2 I- II- III ადგილების მფლობელებისთვის სპეციალურად დაწესდება საპრიზო აქტივობები/ჯილდოები კონკურსის დამფუძნებლების ერთობლივი შეთანხმების შედეგად.
3.3.გრან-პრის მფლობელისთვის დაწესდება ფულადი პრემია 1000 ლარი და ჟიურის გადაწყვეტილებით კონკურსის გამარჯვებულები გაემგზავრებიან იტალიაში, კლასიკური მუსიკის კონკურსზე.
ორგანიზატორები
მეკო ქავთარაძე - აკადემიის დირექტორი,დამფუძნებელი. კონკურსის დამფუძნებელი, ჟიურის წევრი. სამუსიკო ხელოვნებს დოქტორი.
მანანა სიფრაშვილი - პროფესორი, კლასიკური მუსიკის აკადემიის ოფიციალური წარმომადგენელი იტალიაში.
ირინა ცერცვაძე - სოციალურ მეცნიერებათა დოქტორი, საზოგადოებრივი კომუნიკაციების სპეციალისტი;
სოფია გარაყანიძე - კონკურსის და სოც, მედიის მენეჯერი.
მარიამ ლომთაძე - მენეჯერი
რობერტო საბატინი - ქ. რეკანატის წარმომადგენელი საქართელოში
პიერლუკა ტრუკია - ბენიამინო ჯილის ასოციაციის პრეზიდენტი და ქ. რეკანატის მერიის წარმომადგენელი
ნატო აბრამიძე - სამხატვრო ხელმძღვანელები, ვოკალის პედაგოგი
ნათია ჯიქია - სამხ ხელმძღვანელი, კონცერტმაისტერი
დამფუძნებლები:
საქართველო - თბილისის კლასიკური მუსიკის აკადემია.
იტალია: ბენიამინო ჯილის ასოციაცია:
აღნიშნული კონკურსი/ფესტივალი გაიმართება როგორც საქართველოში, ასევე იტალიაშიც.
თბილისის კლასიკური მუსიკის აკადემიის ხელმძღვანელი გახლავთ: სამუსიკო ხელოვნების დოქტორი, ქორმაისტერი: მეკო ქავთარაძე.
აკადემიის წარმომადგენლების მთავარი მიზანია, ახალგაზრდა თაობა სწორი და თითოეული მათგანისთვის ინდივიდუალურად შექმნილი პროგრამის მიხედვით აზიაროს კლასიკური მუსიკის ჯადოსნურ სამყაროს.
აკადემია დაკომპლექტებულია მაღალი რანგის პროფესორ - მასწავლებლებით.
თბილისის კლასიკური მუსიკის აკადემიაში, მოსწავლეებს სტუდენტებს აქვთ სწავლის განსხვავებული, ევროპული ფორმატი, სავალდებულო იტალიურო ენის გაკვეთილები, რომლის მიზანია:
მუსიკოსებისთვის იტალიური ენის ენობრივი უნარჩვევების ჩამოყალიბება, სამომავლოდ სწავლის იტალიაში გაგრძელებისთვის და ასევე პროფესიონალური მოღვაწეობისთვის.
კლასიკური მუსიკის აკადემიაში, სწავლების ფორმატი მოიცავს რამდენიმე საფეხურს სხვადასხვა მიმართულებით:
კლასიკური მუსიკის აკადემიამ განახორციელა წარმატებული პროექტები, ვორკშოპები, კონცერტები, ფესტივალები როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ; აკადემიას ჰყავს:
საკუთარი მოსწავლეებისგან შემდგარი გუნდი (ასაკობრივი ზღვარია 8-17 წ). გუნდის ქორმაისტერია მეკო ქავთარაძე; კონცერტმაისტერი: ნათია ჯიქია.
თბილისის კლასიკური მუსიკის აკადემია ოფიციალური პარტნიორი და ორგანიზატორია მერაბ ბერძენიშვილის ხელოვნების საერთაშორისო კონკურს/ფესტივალის „ოქროს მუზა„ /კლასიკური მიმართულებით,
სადაც კომპეტენტური ჟიურის (რომელიც შედგება აკადემიის პროფესორ - მასწავლებლებისაგან) მიერ ხდება გამარჯვებული კონკურსანტების გამოვლენა და დაჯილდოება;
კლასიკური მუსიკის აკადემია პარტნიორია: კლასიკური მუსიკის ეროვნული კონკურსის „მომავლის ვარსკვლავები„, რომელშიც წარმატებით მონაწილეობენ ჩვენი აკადემიის მოსწავლეები.
ჩვენი გუნდისთვის, მნიშვნელოვანია ნიჭიერი თაობის აღმოჩენა და მათი ხელშეწყობა. განსაკუთრებული მუსიკალური ნიჭით დაჯილდოებული მოსწავლისთვის (ყველა განყოფილებაზე) დაიშვება ერთი უფასო ადგილი;
კლასიკური მუსიკის აკადემიის გუნდი უკვე ორი წელია წარმატებით მართავს კონცერტებს როგორც საქართველოში, ასევე იტალიაში.
კლასიკური მუსიკის აკადემიის გუნდის მიერ, საქართველოში გაიმართა ჯ. ბ. პერგოლეზის „Stabat Mater - ის საპრემიერო ჩვენება წმინდა პავლეს და პეტრეს კათოლიკურ ეკლესიაში,
რომელიც კომპოზიტორის გარდაცვალებიდან და ``Stabat Mater`` - ის პირველი შესრულებიდან 285 წლისთავს მიეძღვნა. ქორმაისტერი: მეკო ქავთარაძე.
კლასიკური მუსიკის აკადემიის გუნდმა, იტალიაში, ქ.პეზაროში წმინდა მარიამისა სახელობის საკონცერტო დარბაზში შეასრულა ჯოვანა ბატისტა პერგოლეზის სტაბატ-მატერი,
რომელსაც ესწრებოდნენ ჯ. როსინის სახელობის კონსერვატორიის პროფესორ-მასწავლებლები. გუნდის გამოსვლა აღმოჩნდა წარმატებული და რეზონანსული,
რაც აისახე არა მხოლოდ მუსიკოსთა შეფასებებში, ასევე იტალიის საეთერო სივრცეში მომზადდა სიუჟეტები გუნდის და მათი წარმატებული გამოსვლის შესახებ;
2023 -2024 წლენში თბილისის კლასიკური მუსიკის აკადემიის მოსწავლეებმა მონაწილეობა მიიღეს პრაღაში გამართულ საერთაშორისო მუსიკისა და სოლო აკადემიური სიმღერის კონკურსზე
„სულიკო202 კლასიკური მიმართულებით და აკადემიის მოსწავლეები გახდნენ გრან-პრის და საპრიზო ადგილის მფლობელები.
მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში, აკადემიის სტუდენტმა: სერგი ქავთარაძემ, (პედაგოგი: სულხან გველესიანი) უკვე შეძლო იტალიის აკადემიაში სწავლის გაგრძელება და გაიარა Jose Carreras - ის მასტერკლასები.
აკადემიაში, ყოველწლიურად ტარდება: მოსმენები, მასტერკლასები, შუალედური გამოცდები.
აკადემიის მოსწავლეებმა კონცერტები გაიმართეს: ვ.სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიაში, მერაბ ბერძენიშვილის კულტურის საერთაშორისო ცენტრში „მუზა„ „არტ ჰოლი„
საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში. ასევე მონაწილეობენ როგორც ქ. თბილისის მერიის მიერ ორგანიზებულ პროექტებსა და ღონისძიებებში, ასევე ტელე-გადაცემებში, შოუებში.