Logo

ბენიამინო ჯილის კლასიკური მუსიკის კონკურსი


კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი ბენიამინო ჯილის ფესტივალი

დებულება

1. მიზნები:

კლასიკური მუსიკის საერთაშორისო კონკურსი „ბენიამინო ჯილის კლასიკური მუსიკის

ფესტივალი/კონკურსი დაფუძნებულია თბილისის კლასიკური მუსიკის აკადემიის

(საქართველო) და იტალიაში არსებული ბენიამინო ჯილის ასოციაციის მიერ.

1.1. კონკურსის მიზანია: იტალიასა და საქართველოს შორის კულტურული ურთიერთობების გაღრმავება და განვითარება; კლასიკური მუსიკის მიმართულებით,

საქართველოს მასშტაბით ნიჭიერი ქართველი ბავშვების აღმოჩენა/ხელშეწყობა, რათა მოხდეს მათი შემოქმედებითი პოტენციალის მაქსიმალურად წარმოჩენა და ინტეგრირება ევროპულ სამყაროში.

1.2.აღწერა:

კლასიკური მუსიკის საერთაშორისო კონკურსს ექნება ტრადიციული ხასიათი. ( თვე - გაზაფხული,თარიღები განისაზღვრება ორივე მხარის ერთობლივი გადაწყვეტილებით).

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია, როგორც სხვადასხვა სახელოვნებო სკოლის წარმომადგენლებს, ასევე ინდივიდუალურ შემსრულებლებს.

კონკურსი მოიცავს შემდეგ მიმართულებებს/საკონკურსო მოთხოვნები:

  • 1.სოლო აკადემიური სიმღერა (ვოკალი)
  • 2. ფორტეპიანო: თავისუფალი პროგრამა (1ნაწარმოები);
  • 3.საორკესტრო-სიმებიანი: (ვიოლინო, ალტი, ჩელო) თავისუფალი პროგრამა (1 მიმართულება)
  • კატეგორიები და ასაკობრივი ზღვარი:

    კონკურსი არის სამ დღიანი.

    2. ჟიური

    ჟიურის შემადგენლობა იცვლება ყოველწლიურად. ჟიურის წევრები განისაზღვრება როგორც ქართველი, ასევე იტალიელი კლასიკური მუსიკის მიმართულებით

    მაღალპროფესიული ვოკალისტების, მუსიკოსებისა და პროდიუსერების შემადგენლობით. შეფასება ხდება 10 ბალიანი სისტემით.

    3. საპრიზო ფონდი :

    3.1 კონკურსის ყველა მონაწილეს გადაეცემა დიპლომები და ენიჭება საერთაშორისო ლაურეატის წოდება.

    3.2 I- II- III ადგილების მფლობელებისთვის სპეციალურად დაწესდება საპრიზო აქტივობები/ჯილდოები კონკურსის დამფუძნებლების ერთობლივი შეთანხმების შედეგად.

    3.3 ჟიურის გადაწყვეტილებით კონკურსის გრან პრის მფლობელი გაემგზავრება სრული დაფინანსებით იტალიაში, კლასიკური მუსიკის ფესტივალზე.



    დამფუძნებლები:

    საქართველო - თბილისის კლასიკური მუსიკის აკადემია.

    იტალია: ბენიამინო ჯილის ასოციაცია